"დამშვიდდით", - აგუერომ დაადასტურა, რომ მესის წასვლის მიუხედავად, ბარსელონაში დარჩება

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსადან“ ლეო მესის წასვლის გამო, გუნდიდან წასვლა სერხიო აგუერომაც გადაწყვიტა, რომელიც კატალონიელებმა 2 თვის წინ დაიმატეს.
იწერებოდა, რომ არგენტინელი თავს მოტყუებულად თვლის, რადგან მას პირდებოდნენ, რომ მესის გვერდით ითამაშებდა.
თუმცა, თავად აგუერომ Cadena SER-თან ინტერვიუში დასძინა, რომ წასვლას არ აპირებს.
„დამშვიდდით, მთელი წელი თქვენთან ერთად ვიქნები, არ ინერვიულოთ.“ - აღნიშნა აგუერომ ინტერვიუს დროს.
აგუერო „ბარსელონას“ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შედეგად შეუერთდა.