მესი პარიზში დღეს უნდა ჩასულიყო, თუმცა კვლავ კატალონიაშია — რა ვითარებაა ლეოს გარშემო?

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ჯერჯერობით კატალონიაში რჩება.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 34 წლის არგენტინელი პარიზში გაფრენას დღეისთვის არ გეგმავდა.
აქამდე, "პსჟ"-მ ფეხბურთელის მამასა და აგენტს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა. ისინი წინადადების პირობებს ჯერ კიდევ განიხილავენ.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ მესი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს, 9 აგვისტოს გაივლიდა.
მიუხედავად ასეთი სიახლეებისა, ლეო "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.