აზაროვს კვიპროსში მსურველი ჰყავს და ეს ანორთოსისი არ არის

ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველს, ირაკლი აზაროვს კვიპროსში მსურველი გამოუჩნდა. Sport-FM-ის თანახმად, ქართველი ვინგბექით ინტერესდება "პაფოსი", რომელიც გასულ სეზონში თავის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა.
აღნიშნული ინფორმაცია პირველად გავრცელდა 5 აგვისტოს, თუმცა ცოტა ხნის წინ, ადგილობრივმა პრესამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კვიპროსელთა ინტერესი აჭარელთა განაპირა მცველის მიმართ.
"ლურჯებში" სხვადასხვა დროს უთამაშია ჩვენი ქვეყნის ხუთ წარმომადგენელს - გია გრიგალავას, როინ კვასხვაძეს, ნიკოლოზ გელაშვილს, ლევან ხმალაძესა და ელგუჯა გრიგალაშვილს.
აქვე დავამატებთ, 19-წლის ფლანგელის სატრანსფერო ღირებულება არის 250 ათასი ევრო და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "ზღვისპირელებთან" 2022 წლამდეა გათვლილი.