შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, პიანიჩი ბარსელონადან მიდის — AS
"ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი "იუვენტუსში" დაბრუნებასთან ახლოს არის, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები 31 წლის ბოსნიელის ერთწლიან არენდაზე პრაქტიკულად შეთანხდნენ, საიჯარო ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
პიანიჩი მზად არის ხელფასის 20 პროცენტით შემცირებას დათანხმდეს, რათა "ბიანკონერის" სერია ა-სა და ფინანსური ფეირ პლეის წესებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნას.
მოგეხსენებათ, მირალემი "იუვენტუსში 2016 წლიდან 2020 წლამდე ირიცხებოდა. გასულ სეზონში მან "ბარსას" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.