"მილანი ბრძოლას გამოეთიშა", - აგენტმა დაასახელა კლუბები, სადაც შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელია გადავიდეს
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს ყაზანურ კლუბს დატოვებს და ერთ-ერთ ევროპულ გნდში გადავა.
20 წლის ქართველი ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტისადმი ინტერესს არაერთი ევროპული ტოპ-კლუბი იჩენს.
"12 აგვისტოს შემდეგ "რუბინის" პრეზიდენტს უნდა შევხვდე. 85-90 პროცენტია იმის ალბათობა, რომ კვარაცხელია გუნდს შეიცვლის და ევროპის უმაღლესი დონის კლუბში ითამაშებს".
"შემიძლია დავადასტურო, "ტოტენჰემი" სერიოზულ ინტერესს იჩენს. "ლიდსი" და "იუვენტუსიც" პრეტენდენტთა შორის არიან. "მილანი" ბრძოლას გამოეთიშა", - აცხადებს მამუკა ჯუღელი.
კვარაცხელია "რუბინში" 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ყაზანელთა რიგებში ხვიჩას 52 მატჩი აქვს ჩატარებული, 7 გოლი გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
Transfermarkt-ის ვერსიით, კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს. მოქმედი ხელშეკრულების ვაა მას 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.