"მალე ინტერის გულშემატკივრებს მივმართავ", - ლუკაკუს პირველი განცხადება ლონდონში ჩასვლის შემდეგ

9 აგვისტოს საღამოს, "ინტერის" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ მილანიდან ლონდონში ჩაფრინდა.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 28 წლის ბელგიელი ძალიან მალე "ჩელსისთან" გააფორმებს კონტრაქტს.
"მალე "ინტერის" გულშემატკივრებს მივმართავ", - განაცხადა ფეხბურთელმა აეროპორტში.
გასულ სეზონში ლუკაკუმ "ნერაძურის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა რომელუს მილანელებთან 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.