"მეც იგივეს ვგრძნობდი", - გრილიშმა ასტონ ვილადან თავისი წასვლა მესის ბარსელონადან წასვლას შეადარა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ჯეკ გრილიშმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ემოციებს განიცდიდა "ასტონ ვილას" დატოვებისას.
"რთული გადაწყვეტილება იყო. ეს ყველას ესმის", - ციტირებს 25 წლის ინგლისელის სიტყვებს Sky Sports.
"ყველამ დანახეთ, როგორ განიცდიდა მესი გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის დროს. დამიჯერეთ, მეც იგივეს ვგრძნობდი".
"წასვლის წინ ყველას დავემშვიდობე: ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, პერსონალს. ცრემლები ვერ შევიკავე", - დასძინა "ქალაქელთა" ახალწვეულმა.
გრილიშმა "მანჩესტერ სიტისთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2027 წლამდე დარჩება.
"ასტონ ვილამ" აწ უკვე ყოფილი კაპიტნის სანაცვლოდ 118 მილიონი ევრო მიიღო. გრილიში ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ბრიტანელ ფეხბურთელად იქცა.