ბონუჩი: "რონალდუ იუვენტუსში იმ შემთხვევაშიც დარჩებოდა, მესი პსჟ-ში რომ არ გადასულიყო"
"იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ტურინულ გუნდში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
იტალიელი უკანახაზელის თქმით, ფორვარდ ლიონელ მესის "პსჟ"-ში ტრანსფერი პორტუგალიელზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.
"ვფიქრობ, რონალდუ იმ შემთხვევაშიც დარჩებოდა, მესი "პსჟ"-ში რომ არ გადასულიყო", - აცხადებს ბონუჩი.
"იუვენტუსისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა, დარწმუნებული ვარ, ამ წელს ყველა ჩვენი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება", - ციტირებს "ბებერი ქალბატონის" მცველს სიტყვებს Gazzetta dello Sport.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის სუპერვარსკვლავი კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.