ავტორიზაცია

გადაწყვეტილება მიღებულია — მანჩესტერ იუნაიტედში მარსიალის მომავალი გაირკვა

გადაწყვეტილება მიღებულია — მანჩესტერ იუნაიტედში მარსიალის მომავალი გაირკვა
თარიღი 10 აგვ 2021, 22:10

"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელ ანტონი მარსიალს არ გაყიდის, იტყობინება BBC Sport.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, "ეშმაკუნების" მთავარ მწვრთნელს, ოლე-გუნარ სოლსკიაერს ახალი სეზონისთვის 25 წლის ფრანგი შემტევი სჭირდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მარსიალით მილანის "ინტერია" დაინტერესებული, რომელიც მზად არის მის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

2020/21 წლების სეზონში მარსიალმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.