ავტორიზაცია

დიბალა იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს — წლიური ხელფასის ოდენობა გარკვეულია

დიბალა იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს — წლიური ხელფასის ოდენობა გარკვეულია
თარიღი 10 აგვ 2021, 22:28

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, პაულო დიბალა ტურინულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.

როგორც იტალიურ პრესაში იწერება, მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება 2025 წლამდე იქნება გათვლილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის არგენტინელი "ბებერ ქალბატონში" წლიურად 8,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ხელფასის სახით.

დიბალა "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2022 წლამდე აკავშირებს.

2020/21 წლების სეზონში პაულომ "იუვეს" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.