მოურინიომ ჩელსის ფეხბურთელს დაურეკა და რომაში გადასვლაზე დაყოლიება სცადა
„ჩელსის“ თავდამსხმელს ტემი აბრაჰამს „რომაში“ გადასვლის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბები უკვე შეთანხმებულები არიან.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რომაული გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, 23 წლის ინგლისელ თავდამსხმელს პირადად დაუკავშირდა და იტალიაში გადმოსვლაზე დაყოლიება სცადა.
აბრაჰამმა კლუბისა და სპეციალისტის გარჯა მის შესაძენად დააფასა და მოსაფიქრებლად მცირე დრო ითხოვა. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას ინგლისელი ევროპის სუპერთასის შემდეგ მიიღებს, რომელიც დღეს 11 აგვისტოს გაიმართება.
„რომას“ გარდა, აბრაჰამის შეძენით ლონდონის „არსენალი“ და იტალიური „ატალანტაც“ ინტერესდებიან. ცნობისთვის, ინგლისელისთვის „ჩელსიში“ კარი პრაქტიკულად დახურულია - ტიმო ვერნერის გარდა, მისი კონკურენტი 115-მილიონიანი რომელუ ლუკაკუც იქნება, რომელიც „ჩელსიში“ ეს-ესაა დაბრუნდება.