მესიმ პსჟ-ს 3 ფეხბურთელი გამოარჩია: "აქ ბევრი მეგობარი მყავს"
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ისაუბრა თავისი ახალი გუნდის შემადგენლობის შესახებ და სამი ფეხბურთელი გამოარჩია. არგენტინელმა მათ მეგობრები უწოდა.
"პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში მყავს ბევრი ნაცნობი, აქ, ჩემი მეგობრებიც არიან. ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებს ნეიმართან, დი მარიასა და პარედესთან.
მიხარია, რომ კვლავ ერთად ვართ და ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. ამ მოსაზრებას პსჟ-ს თითოეული ფეხბურთელი იზიარებს", - განაცხადა ლეომ RMC Sport-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პარიზელთა ახალწვეულმა ფორვარდმა ნეიმართან ერთად, "ბარსელონაში" 2015 წელს მოიგო ტრიპლეტი, დი მარიასა და პარედესთან კი კოპა ამერიკა.