ავტორიზაცია

პსჟ-მ მესის კონტრაქტის ხანგრძლივობა და წლიური ხელფასის ოდენობა გაამხილა

პსჟ-მ მესის კონტრაქტის ხანგრძლივობა და წლიური ხელფასის ოდენობა გაამხილა
თარიღი 11 აგვ 2021, 19:12

მოგეხსენებათ, ლიონელ მესიმ 10 აგვისტოს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

როგორც ვარაუდობდნენ, 34 წლის არგენტინელი პარიზულ კლუბში ორი წლით დარჩება, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

"პსჟ"-ში სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავის წლიური ანაზღაურება დაახლოებით 35 მილიონი ევრო იქნება, ბონუსების ჩათვლით.

მესი 2004 წლიდან "ბარსელონაში" ირიცხებოდა. მხარეებმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მისი გაფორმება ლა ლიგაში არსებული ფინანსური წესების გამო ვერ მოახერხეს.

"ბარსას" რიგებში ლეომ ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ მოიგო. აგრეთვე, იგი "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელია.