ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტმა პარიზულ კლუბში ლეო მესის ტრანსფერზე განცხადება გააკეთა

პსჟ-ს პრეზიდენტმა პარიზულ კლუბში ლეო მესის ტრანსფერზე განცხადება გააკეთა
თარიღი 11 Aug 2021, 19:23

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ თავდამსხმელ ლიონელ მესის პარიზულ კლუბში ტრანსფერზე განცხადება გააკეთა.

34 წლის არგენტინელი ახალ გუნდში 30-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ლეომ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

"მიხარია, რომ ლიონელ მესიმ "პსჟ"-ში გადმოსვლა გადაწყვიტა, მივესალმებით ფეხბურთელს და მის ოჯახს პარიზში. მას არ დაუმალავს უმაღლეს დონეზე განვითარების და ტიტულების მოგების სურვილი".

"კლუბის ამბიციები იდენტურია. მოუთმენლად ველი, თუ როგორ შევა ჩვენი გუნდი ისტორიაში მთელი მსოფლიოს გარშემო არსებული გულშემატკივრებისთვის", - ციტირებს ალ ხელაიფის სიტყვებს "პსჟ"-ს პრესსამსახური.

მესი "პსჟ"-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, "ბარსელონასთან" მან ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ მოახერხა - ესპანეთის ჩემპიონატში არსებული ფინანსური წესების გამო.

"პარი სენ ჟერმენმა" მესი უკვე წარადგინა - ლეომ პარიზელებთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მისი წლიური ანაზღაურება 35 მილიონი ევრო იქნება.