ავტორიზაცია

"თანაგუნდელები მასზე ბევრს მეკითხებიან", - ფაბრეგასმა მესის პსჟ-ში ტრანსფერი შეაფასა

"თანაგუნდელები მასზე ბევრს მეკითხებიან", - ფაბრეგასმა მესის პსჟ-ში ტრანსფერი შეაფასა
თარიღი 11 აგვ 2021, 19:30

"მონაკოს" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ სულმოუთქმელად ელოდება საფრანგეთის ჩემპიონატში "პსჟ"-სთან გასამართ მატჩს.

სამშაბათს, 10 აგვისტოს, პარიზულმა კლუბმა თავდამსხმელ ლიონელ მესის ტრანსფერი დაადასტურა.

"ბარსელონადან" ვარ და ჩემთვის მტკივნეული იქნება "ბარსას" ხილვა ლეოს გარეშე, მაგრამ ასეთია ცხოვრება. ეს ლიგა 1-ისთვის კარგია. ჩემი თანაგუნდელები მასზე ბევრს მეკითხებიან. ძალიან გახარებულები არიან, რომ მის წინააღმდეგ ითამაშებენ. ჩვენთვის ეს გამოწვევაა".

"მონაკოს" გამარჯვება სურს და თავად მეც მოუთმენლად ველი ამ წელს "პსჟ"-სთან დაპირისპირებას. იმაზე მეტად, ვიდრე გასულ წელს", - ციტირებს კლუბის პრესსამსახური ფაბრეგასის სიტყვებს.

ცნობისთვის, "პსჟ"-სა და "მონაკოს" შეხვედრა ლიგა 1-ის პირველ წრეში დეკემბრის თვის ბოლოს გაიმართება.