ავტორიზაცია

"მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელიდან 3 პსჟ-ში ითამაშებს", - პასტორემ მესის ტრანსფერს ფანტასტიკური უწოდა

"მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელიდან 3 პსჟ-ში ითამაშებს", - პასტორემ მესის ტრანსფერს ფანტასტიკური უწოდა
თარიღი 11 აგვ 2021, 20:02

"პსჟ"-ს ექს-ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე თავდამსხმელ ლიონელ მესის პარიზელთა რიგებში გადასვლით გახარებულია.

სამშაბათს, 10 აგვისტოს, ფრანგულმა კლუბმა 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი დაადასტურა.

"პსჟ"-სთვის კარგი იქნება, როცა მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელიდან სამი ერთად ითამაშებს. ეს საფრანგეთისთვის, ლიგა 1-ისთვის ფანტასტიკური იქნება", - ციტირებს პასტორეს სიტყვებს RMC.

შეგახსენებთ, პასტორე პარიზელთა ღირსებას 2011 წლიდან 2018 წლამდე იცავდა და ამ დროის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 269 მატჩი ჩაატარა - 45 გოლი, 61 ასისტი.