ავტორიზაცია

სკანდალი ესპანეთში — რეალსა და ბარსელონას არ უნდათ, რომ მათი მატჩები ტელევიზიით გადაიცეს

სკანდალი ესპანეთში — რეალსა და ბარსელონას არ უნდათ, რომ მათი მატჩები ტელევიზიით გადაიცეს
თარიღი 11 Aug 2021, 20:17

"რეალისა" და "ბარსელონას" პრეზიდენტები, ფლორენტინო პერესი და ჟოან ლაპორტა, ლა ლიგასა და საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ს შორის გაფორმებულ გარიგებას ეწინააღმდეგებიან.

მათი აზრით, ეს ნაბიჯი აქტივების მითვისების გამო უკანონო იყო და აპირებენ სასამართლოს მიმართონ.

რამდენიმე დღის წინ, ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ 50-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ფონდი ახალი ჰოლდინგური კომპანია Boost LaLiga-ის აქციათა 10,95 პროცენტს მიიღებს, 2,7 მილიარდი ევროს ინვესტიციისთვის.

ამავე დროს, CVC პრაქტიკულად ყველა კომერციულ პროექტს გააკონტროლებს, მათ შორის სატელევიზიო უფლებებსაც.

El Transistor-ის ინფორმაციით, "რეალსა" და "ბარსელონას" არ უნდათ, რომ მათი მატჩები ტელევიზიით ასეთი პირობებით გადაიცეს.