ავტორიზაცია

წარმოუდგენელი ციფრები — მესის რამდენი მაისური გაყიდა პსჟ-მ სულ რაღაც 1 საათში?

წარმოუდგენელი ციფრები — მესის რამდენი მაისური გაყიდა პსჟ-მ სულ რაღაც 1 საათში?
თარიღი 11 აგვ 2021, 20:29

"პსჟ"-მ თავდამსხმელ ლიონელ მესის ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ოფიციალურ საიტზე არგენტინელის მაისურების გაყიდვა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ რაღაც ერთ საათში არგენტინელი სუპერვარსკვლავის 250 ათასი მაისური გაიყიდა.

მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ 34 წლის სამხრეთამერიკელს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. მისი წლიური ანაზღაურება 35 მილიონი ევრ იქნება, ბონუსების ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ პარიზული კლუბის რიგებში მესი 30-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ლეო 2004 წლიდან "ბარსელონაში" ირიცხებოდა. მხარეებმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მისი გაფორმება ლა ლიგაში არსებული ფინანსური წესების გამო ვერ მოახერხეს.

"ბარსას" რიგებში მესიმ ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ მოიგო. აგრეთვე, იგი "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელია.