AS: მბაპეს წასვლა ამ თვეშივე სურს, თუმცა პსჟ-ს ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, კილიან მბაპეს ამ ზაფხულს პარიზული გუნდის დატოვება უნდა, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, გარდა ამისა, მას პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან ცუდი ურთიერთობა აქვს.
როგორც აღინიშნება, ამის გამო, ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს "პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი აწარმოებს, რომელიც ფორვარდს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ეცდება დარჩენაში დაარწმუნოს.
თავის მხრივ, მბაპე არ აპირებს ალ ხელაიფის წინადადებას დათანხმდეს, მაგრამ მისი ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება ჯერ არცერთ კლუბს არ გაუკეთებია.
2021/22 წლების სეზონში მბაპემ ერთი მატჩი უკვე ჩაატარა. Transfermarkt-ის ვერსიით, კილიანის სატრანსფერო ფასი 160 მილიონ ევროს შეადგენს. "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ახალგაზრდა სუპერვარსკვლავს 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მბაპესადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს მადრიდის "რეალი".