ხვიჩა კვარაცხელია ტოტენჰემში? — სლუცკი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
"რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ქართველი შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე მორიგი განცხადება გააკეთა.
— მართალია, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ტოტენჰემში" გადასვლასთან არის ახლოს?
— ჩემთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი. როგორც წესი, მის ტრანსფერზე კომენტარებს აგენტი აკეთებს, უმჯობესია მას მიმართოთ.
როგორც რუსულ პრესაში იწერება, "ტოტენჰემსა" და "რუბინს" შორის 20 წლის ქართველის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზანელები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.
ამ სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და "ახმატთან" (2:1) გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.