რა თანხას ითხოვს რუბინი კვარაცხელიას სანაცვლოდ და რომელი კლუბი ითვლება ფავორიტად?
Спорт-Экспресс-ის ინფორმაციით, ყაზანის "რუბინის" შემტევისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტად ამ დროისთვის ლონდონის "ტოტენჰემი" მოიაზრება.
რუსული კლუბის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესს აწარმოებს ერთ-ერთი ინგლისური სააგენტო, რომელმაც ავტორიზაციაც მიიღო. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას:
"წითელ-მწვანეები" "ჰოტსპურისგან" ქართველი ვინგერის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვენ. იგივე წყაროს თუ დავუჯერებთ, მხარეები შეთანხმების მიღწევას ჯერ ვერ ახერხებენ.
"რუბინის" გარემარბის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით კი მისი კლიენტით ინტერესდება სერია ა-ს და ბუნდესლიგის 5-5 გუნდი, მათ შორის ტურინის "იუვენტუსიც".
ქართველმა აგენტმა ისიც აღნიშნა, რომ გასულ აპრილს მას 20-წლის ფლანგელის თაობაზე მილანის "ინტერიც" დაუკავშირდა. "ნერაძური" ახლა ბრძოლაში აღარ არის.