"შემიძლია დავასახელო 5-5 გუნდი იტალიიდან და გერმანიიდან, რომელიც კვარაცხელიათი ინტერესდება", - ჯუღელი
ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ მორიგი საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"მილანის ვარიანტი როგორც ვთქვი გამოირიცხა, თუმცა აპრილში კონტაქტი ინტერთან გვქონდა. შემიძლია დავასახელო 5-5 გუნდი სერია ა-დან და ბუნდესლიგიდან, რომელიც კვარაცხელიათი ინტერესდება.
მილანური კლუბის გარდა, იტალიაში ასეთი არის იუვენტუსი, ნაპოლი, ატალანტა და ლაციო. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, არის ინტერესი ტოტენჰემის, ევერტონის, ვულვერჰემპტონის და ბრაიტონის მხრიდან.
ერთია დაინტერესება და მეორე რეალური, ოფიციალური წინადადება. აქტიურ მოლაპარაკებებს ამ დროისთვის ვაწარმოებთ სერია ა-ს და ეპლ-ის წარმომადგენლებთან".
რუსული პრესა ვარაუდობს, რომ ქართველი აგენტი გულისხმობს ტურინელებსა და ლონდონელებს. შეგახსენებთ, რუსული გუნდის ვინგერის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ფეხბურთელი 90%-ით უკვე წასულია.
პირველი მატჩი მესის გარეშე - ბარსელონამ იუვენტუსი 3:0 დაამარცხა