სერხიო რამოსის პირველი კომენტარი პარი სენ ჟერმენში ლეო მესის ტრანსფერზე
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი თავდამსხმელ ლიონელ მესის პარიზულ კლუბში გადასვლას გამოეხმაურა.
"ვინმე გვეტყოდა ამის შესახებ აქამდე, მართლა, ლეო?", - წერს სოციალურ ქსელში ესპანელი უკანახაზელი.
"მოგესალმებით!", - დასძინა 35 წლის ფეხბურთელმა.
მოგეხსენებათ, რამოსი 2005 წლიდან 2021 წლამდე "რეალის" ღირსებას იცავდა. მესი კი 2003 წლიდან 2021 წლამდე "ბარსელონაში" ასპარეზობდა. ორივე მათგანი თავისი გუნდიდან კაპიტნის სტატუსით წავიდა.
"პსჟ"-მ 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, დღეს კი წარადგინა. პარიზელებმა მესის 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.