ავტორიზაცია

"რონალდუს ყოველდღე ვწერ, რომ ლილში გადმოვიდეს", - პორტუგალიელი მცველი მესის პსჟ-ში გადასვლის შესახებ

"რონალდუს ყოველდღე ვწერ, რომ ლილში გადმოვიდეს", - პორტუგალიელი მცველი მესის პსჟ-ში გადასვლის შესახებ
თარიღი 11 აგვ 2021, 22:59

"ლილისა" და პორტუგალიის ნაკრების მცველმა, ჟოზე ფონტემ თავდამსხმელ ლიონელ მესის "პსჟ"-ში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"შესანიშნავი შეგრძნებაა. კარგია იმის მოსმენა, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლიონელ მესია, ჩვენს ლიგაში ითამაშებს".

"ამაღელვებელი მოვლენაა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაგვიჭირდება, მარამ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ".

"რონალდუს ვწერ, რომ "ლილში" გადმოვიდეს, ყოველდღე! ის კი საპასუხოდ მხოლოდ იცინის: "ჰა ჰა ჰა".

"შევეცდები როგორმე გადმოვიბირო კრიშტიანუ, გეგმას შევიმუშავებ. მას მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში გამარჯვება აკლია", - ციტირებს ფონტეს სიტყვებს TalkSport.