ავტორიზაცია

სუარესი: "მესი უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი არ არის, მის გარეშე სამყარო სრულიად განსხვავებული იქნებოდა"

სუარესი: "მესი უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი არ არის, მის გარეშე სამყარო სრულიად განსხვავებული იქნებოდა"
თარიღი 11 აგვ 2021, 23:32

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "პარი სენ ჟერმენის ახალწვეულის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"ლეო მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი არ არის. მის გარეშე სამყარო სრულიად განსხვავებული იქნებოდა. მე ბევრად ნაკლებ გოლს გავიტანდი! წინ, მომდევნო ოცნებისთვის", - წერს ურუგვაელი სოციალურ ქსელში.

გუშინ, 10 აგვისტოს, 34 წლის არგენტინელმა "პსჟ"-სთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. დღეს, 11 აგვისტოს, "პარკ დე პრენსზე" ლეოს პრესკონფერენცია შედგა.

"ბარსელონამ" 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ მესისთან ხელშეკრულებას არ გაახანგძლივებდა. ეს ლა ლიგის ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებებით ახსნეს.