ავტორიზაცია

"შეუძლია თუ არა ვერატის პსჟ-ს ხავი ან ინიესტა გახდეს?", - მესიმ ახალი თანაგუნდელი შეაქო

"შეუძლია თუ არა ვერატის პსჟ-ს ხავი ან ინიესტა გახდეს?", - მესიმ ახალი თანაგუნდელი შეაქო
თარიღი 11 აგვ 2021, 23:37

"პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულმა, ლიონელ მესიმ პარიზელთა ნახევარმცველი, მარკო ვერატი შეაქო.

"შეუძლია თუ არა ვერატის "პსჟ"-ს ხავი ან ინიესტა გახდეს? დიახ, რა თქმა უნდა. წლებია ამტკიცებს, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო".

"ბარსელონა" მის დამატებას ცდილობდა, მაგრამ ახლა, პირიქით, მე გადმოვედი მის გუნდში. მარკოს პირადადაც ვიცნობ, შესანიშნავი ბიჭია", - ციტირებს მესის სიტყვებს Tuttomercatoweb.

უშინ, 10 აგვისტოს, 34 წლის არგენტინელმა "პსჟ"-სთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. დღეს, 11 აგვისტოს, "პარკ დე პრენსზე" ლეოს პრესკონფერენცია შედგა.

"ბარსელონამ" 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ მესისთან ხელშეკრულებას არ გაახანგძლივებდა. ეს ლა ლიგის ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებებით ახსნეს.