ავტორიზაცია

ერთგულების ბონუსი — მიუხედავად პსჟ-ში გადასვლისა, ბარსელონამ მესის სოლიდური თანხა უნდა გადაუხადოს

ერთგულების ბონუსი — მიუხედავად პსჟ-ში გადასვლისა, ბარსელონამ მესის სოლიდური თანხა უნდა გადაუხადოს
თარიღი 11 Aug 2021, 23:43

"ბარსელონას" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ლიონელ მესის ვალი აქვს, იტყობინება El Mundo Deportivo.

ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, კატალონიურმა გრანდმა არგენტინელ ფეხბურთელს ერთგულების ბონუსი უნდა გადაუხადოს, რომელიც 39 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნული ბონუსი იყო გათვალისწინებული 34 წლის სუპერვარსკვლავსა და "ბლაუგრანას" შორის გაფორმებულ კონტრაქტში, რომლის ვადაც 30 ივნისს ამოიწურა.

გუშინ, 10 აგვისტოს, 34 წლის არგენტინელმა "პსჟ"-სთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. დღეს, 11 აგვისტოს, "პარკ დე პრენსზე" ლეოს პრესკონფერენცია შედგა.

"ბარსელონამ" 5 აგვისტოს დაადასტურა, რომ მესისთან ხელშეკრულებას არ გაახანგძლივებდა. ეს ლა ლიგის ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებებით ახსნეს.