ავტორიზაცია

ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის მატჩისთვის გენტთან ერთად არის - ითამაშებს თუ არა ქართველი შემტევი?

ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის მატჩისთვის გენტთან ერთად არის - ითამაშებს თუ არა ქართველი შემტევი?
თარიღი 12 აგვ 2021, 12:55

დღეს, 12 აგვისტოს, ჩვენი დროით 21:00 საათზე, "გენტი" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სტუმრად "რფს"-ს ეთამაშება. შეგახსენებთ, პირველი მატჩი 2:2 დასრულდა.

ბელგიური გუნდის განკარგულებაში იმყოფება გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელიც საერთო ჯგუფში სრული დატვირთვით ვარჯიშობს. არსებობს იმისა ალბათობა, რომ ქართველი მოედანზეც გამოვა.

იმის გათვალისწინებით, რომ "ბუფალოების" შემტევმა ნახევარმცველმა ლაზარეთში გაატარა ძალიან დიდი ხანი, მისი რიგელების წინააღმდეგ გამოსვლის შანსი მაინც დაბალია, თუმცა გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება.

"ლურჯების" ათიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, გუნდის განაცხადში მოხვედრა მისთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

შეგახსენებთ, თუ ჰაინ ვანჰაეზებრუკის გუნდი დაამარცხებს ლატვიელებს, პარალელურად კი ყაზანის "რუბინი" მოუგებს "რაკოვს", კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ჩაკვეტაძე სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დაუპირისპირდება.