ფოტო: მესიმ ახალი თანაგუნდელები გაიცნო — არგენტინელი რამოსს თბილად ჩაეხუტა და ესაუბრა

"პარი სენ ჟერმენმა" გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ გაიცნო ლიონელ მესიმ ახალი თანაგუნდელები.
34 წლის არგენტინელი პარიზელთა ფეხბურთელებს ესაუბრა, "რეალის" ექს-კაპიტან სერხიო რამოსის ჩათვლით, რომელიც "პსჟ"-ში ივლისში გადავიდა.
მოგეხსენებათ, მესიმ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 10 აგვისტოს გააფორმა. დღეს, 12 აგვისტოს, ლეომ ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა.
იხილეთ ფოტო: