ავტორიზაცია

"შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ", - რამოსმა მესის ოჯახთან ერთად მის სახლში დარჩენა შესთავაზა

"შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ", - რამოსმა მესის ოჯახთან ერთად მის სახლში დარჩენა შესთავაზა
თარიღი 12 Aug 2021, 22:44

"პსჟ"-ს მცველმა, სერხიო რამოსმა პარიზული კლუბის ახალწვეულს, სერხიო რამოსს მის სახლში დარჩენა შესთავაზა.

სამშაბათს, 10 აგვისტოს, "პარი სენ ჟერმენმა" 34 წლის არგენტინელის ტრანსფერი დაადასტურა, რომელსაც "ბარსელონასთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

"თუ შენ და შენს ოჯახს სახლში ცხოვრება გირჩევნიათ და არა სასტუმროში, შეგიძლიათ ჩემთან სახლში გაჩერდეთ", - ციტირებს რამოსის სიტყვებს AS.

აგრეთვე, როგორც ესპანური გამოცემა აღნიშნავს, სერხიო ლეოს ძალიან დიდ პატივს სცემს და ახლა მას მოედანზე დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ისინი ესპანეთში მეტოქე კლუბებში ასპარეზობდნენ.

ამ დროისთვის, "პსჟ" მესისთვის ახალი სახლის ძიებაშია, აგრეთვე მისი სამი შვილისთვის შესაფერის სკოლებსაც ეძებს: ტიაგოსთვის, მატეოსთვის და ჩიროსთვის.