ავტორიზაცია

აგენტი ხელმძღვანელობას შეხვდა — იუვენტუსში დიბალას მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია

აგენტი ხელმძღვანელობას შეხვდა — იუვენტუსში დიბალას მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია
თარიღი 12 აგვ 2021, 23:15

"იუვენტუსის" თავდამსხმელ პაულო დიბალას აგენტი, ხორხე ანტუნი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და 27 წლის არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილა, იტყობინება Goal.com.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, ანტუნი ტურინელთა ოფისს გუშინ, 11 აგვისტოს ეწვია. როგორც აღინიშნება, მოლაპარაკებებმა პოზიტიურად ჩაიარა და მხარეები გარიგებასთან ახლოს არიან.

დიბალა "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2015 წლის ივლისიდან იცავს. 2020/21 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა სამხრეთამერიკელ შემტევს "იუვენტუსთან" 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.