ავტორიზაცია

ფინანსური დეტალები ცნობილია — რამდენ მილიონს გამოიმუშავებს მბაპე რეალში გადასვლის შემთხვევაში?

ფინანსური დეტალები ცნობილია — რამდენ მილიონს გამოიმუშავებს მბაპე რეალში გადასვლის შემთხვევაში?
თარიღი 13 აგვ 2021, 00:39

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" აპირებს გადაბარგებას.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა ABC იტყობინება, 22 წლის ფრანგმა უკვე იცის, კონტრაქტის რა პირობებს უმზადებს მადრიდული გრანდი.

ასე და ამგვარად, მბაპე 6-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, სეზონში დაახლოებით 25 მილიონ ევროიანი ხელფასით. გარდა ამისა, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის შემთხვევაში, კილიანი 40-მილიონიან ბონუსს მიიღებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ" ახალგაზრდა სუპერვარსკვლავს "სამეფო კლუბში" 2022 წლის ზაფხულამდე არ გაუშვებს, იქამდე, სანამ მოქმედი კონტრაქტის ვადა არ ამოეწურება.

Transfermarkt-ის ვერსიით, მბაპეს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 160 მილიონ ევროს შეადგენს.