კონკრეტული თანხა უკვე მზადაა — რეალი ამ თვეში პსჟ-ს მბაპეს ტრანსფერზე წინადადებით მიმართავს
"რეალი" ამ ზაფხულს "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ხელში ჩაგდებას ეცდება, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena Ser.
მადრიდული კლუბი 22 წლის სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ პარიზელებს 120 მილიონ ევროს შესთავაზებს. თუ "პსჟ" უარს იტყვს, მაშინ, როგორც "ბლანკოსის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი თვლის, მბაპე მადრიდში მომავალ ზაფხულს უფასოდ გადავა.
როგორც კილიანის გარშემომყოფები იტყობინებიან, ფეხბურთელი ორშაბათს ისაუბრებს თავის მომავალზე.
გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ, "პარი სენ ჟერმენი" ამ აფხულს ახალგაზრდა ფრანგის გაშვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მბაპეს, რომლის სატრანსფერო ფასიც Transfermarkt-ის ვერსიით 160 მილიონს შეადგენს, პარიზულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.