ავტორიზაცია

3 მიზეზი, რის გამოც კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნება რეალური ხდება

3 მიზეზი, რის გამოც კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნება რეალური ხდება
თარიღი 13 აგვ 2021, 13:40

"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო შესაძლოა "ლივერპულში" დაბრუნდეს. Liverpool Echo ასახელებს სამ მიზეზს, თუ რატომ სჭირდებათ მერსისაიდელებს ბრაზილიელი.

პირველი - კატალონიელთა ფლეიმეიქერმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა სწორედ "წითლებში" - 2013-2018 წლები, 201 ჩატარებული შეხვედრა და 54 გატანილი გოლი.

მეორე - "ბლაუგრანას" მე-14 ნომერი თანაბრად ეფექტურია, როგორც ნახევარდაცვაში, ისე ფლანგსა და თავდასხმაში, "სქაუზერებს" კი ჯერ კიდევ არ ჰყავთ ჯინი ვეინალდუმის შემცვლელი.

მესამე - "ენფილდელზე" უკვე ერთხმად ამბობენ, რომ წინა ხაზს სჭირდება გადახალისება, ამის გარდა, იანვარში გუნდს დატოვებენ მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ნაბი კეიტა.

აღნიშნული სამეული ითამაშებს აფრიკის თასზე და იურგენ კლოპის გუნდის ისედაც მცირე სათადარიგოთა სკამის გათვალისწინებით, სამხრეთ ამერიკელი მისწრება იქნება.