ავტორიზაცია

ოფიციალური შეთავაზების მოლოდინში — რამდენ მილიონს იხდის რეალი მბაპეს სანაცვლოდ?

ოფიციალური შეთავაზების მოლოდინში — რამდენ მილიონს იხდის რეალი მბაპეს სანაცვლოდ?
თარიღი 14 აგვ 2021, 00:46

"რეალი" "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერზე ოფიციალური წინადადების გასაკეთებლად ემზადება.

მადრიდული გრანდი მზად არის 22 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტყობინება ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien.

აქამდე, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ "რეალს" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "პსჟ"-ს ფორვარდის შეძენა შეუძლია.

2021/22 წლების სეზონში მბაპემ ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი ასისტი გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 160 მილიონს შეადგენს, მოქმედი ხელშეკრულება მას "პსჟ"-სთან 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

მადრიდული გრანდი რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს, რათა კილიანის შესაძენად შესაბამისი თანხა შეაგროვოს.

"რეალს" გარეტ ბეილთან და ისკოსთან განშორება უნდა, რომლებსაც ძალიან დიდი ხელფასები აქვთ. შესაძლებელია აგრეთვე მარტინ ედეგორისა და ლუკა იოვიჩის გასხვისებაც.