"მამარდაშვილის კარგი თამაში გასაკვირი სულაც არ არის", - ვალენსიას მწვრთნელი
"ვალენსიასა" და "ხეტაფეს" შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა, გიორგი მამარდაშვილის მისამართით ქება არ დაიშურა:
"მამარდაშვილის კარგი თამაშით არ გავკვირვებულვართ, რადგან მან წინასასეზონო შეკრებაზეც გვანახა, თუ რა შეუძლია. ქართველი მეკარე ბევრს მუშაობს და მას ეს შრომა უფასდება.
მე და გუნდის მეკარეების მწვრთნელი, ოჩოტორენა მის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ. გიორგი არის ახალგაზრდა ფეხბურთელი და მან პროგრესირება არ უნდა შეწყვიტოს.
ჩვენმა გოლკიპერმა ჯერ ენაც ვერ აითვისა სრულფასოვნად, ის ახლახანს გადმოვიდა და ეს ნორმალურია, თუმცა ამის მიუხედავად, მან პიროვნული სიძლიერე უკვე გამოავლინა".
შეგახსენებთ, რომ "ღამურებმა" იმარჯვეს მინიმალური ანგარიშით, 20-წლის გოლკიპერმა კარი შეინახა მშრალად და 93-ე წუთზე ურთულესი სეივი გააკეთა. ასეთი იყო "ლოს ჩეს" 28-ე ნომრის დებიუტი.