როგორი სტატისტიკით და შეფასებით დაასრულა მამარდაშვილმა სადებიუტო მატჩი?
ქართველებისთვის ისტორიული დღე წარმოუდგენელი ამბით დასრულდა - „ვალენსიამ“ ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფე“ კაცნაკლულმა 1:0 დაამარცხა.
ისტორიული დღე იყო ქართველი ქომაგისთვის. 20-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან კვლავ ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა. გიორგი მამარდაშვილის სადებიუტო მატჩი ლა ლიგაში ასეთი სტატისტიკით დასრულდა: 4 სეივი, 1 მუშტებით მოგერიება, 3 მოგერიება მეკარის საჯარიმოდან და გადაცემათა 68%-იანი სიზუსტე.
სხვათაშორის, გიორგი მამარდაშვილს გამოცემა Sofascore-მ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი მიანიჭა და ყველაზე მაღალი, 8.1 ქულა დაუწერა.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და 20 წლის მეკარემ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა.