ავტორიზაცია

ნაცნობი სტადიონი მამარდაშვილისთვის - სად ითამაშებს მომდევნო მატჩს ვალენსია?

ნაცნობი სტადიონი მამარდაშვილისთვის - სად ითამაშებს მომდევნო მატჩს ვალენსია?
თარიღი 14 აგვ 2021, 12:57

ქართველებისთვის ისტორიული დღე წარმოუდგენელი ამბით დასრულდა - „ვალენსიამ“ ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფე“ კაცნაკლულმა 1:0 დაამარცხა.

ისტორიული დღე იყო ქართველი ქომაგისთვის. 20-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობიდან კვლავ ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილმა ღამურები წაგებას გადაარჩინა.

მომდევნო მატჩს ვალენსია 21 აგვისტოს გრანადასთან, ესტადიო ლოს კარმენესზე გამართავს. უდიდესი ალბათობით, გიორგი მამარდაშვილი აღნიშნულ შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
ეს სტადიონი 20 წლის მეკარისთვის ნაცნობია. მან გრანადას წინააღმდეგ აღნიშნულ მოედანზე 2020 წლის სექტემბერში ლოკომოტივის მაისურით ითამაშა. მიუხედავად ფანტასტიკური პირადი შეხვედრისა, თბილისელებმა ესპანელებთან 2-0 წააგეს.

გიორგი მამარდაშვილს გრანადას წინააღმდეგ ჩვენს მიერ ნახსენებ მატჩში 7 სეივი ჰქონდა. სწორედ ამ დღის შემდეგ გაჩნდა მის მიმართ ესპანური გუნდების ინტერესი.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და 20 წლის მეკარემ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა.