[VIDEO] გიორგი მამარდაშვილის ყველა მომენტი ხეტაფესთან მატჩში
ლა ლიგის 2021/2022 წლის სეზონის პირველ ტურში ვალენსიამ საკუთარ მოედანზე ხეტაფე 1-0 დაამარცხა.
სადებიუტო ოფიციალური მატჩი იყო ვალენსიას მაისურით 20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელმაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და 20 წლის მეკარემ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა.
მომდევნო მატჩს ვალენსია 21 აგვისტოს გრანადას წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.