ავტორიზაცია

პსჟ-ში რამოსის ტრავმის გამო ახალი ცენტრალური მცველის შეძენაზე დაფიქრდნენ

პსჟ-ში რამოსის ტრავმის გამო ახალი ცენტრალური მცველის შეძენაზე დაფიქრდნენ
თარიღი 14 Aug 2021, 21:13

"პარი სენ ჟერმენი" "ნაპოლის" მცველის, კალიდუ კულიბალის დამატების იდეას მიუბრუნდა, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

ცნობილი იტალიური გამოცემის თანახმად, ახალწვეულ სერხიო რამოსის ტრავმის გამო, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვერ დაბრუნდება, პარიზელები ესპანელის შესაძლო შემცვლელზე დაფიქრდნენ.

მოგეხსენებათ, 35 წლის ესპანელ უკანახაზელს წვივთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

30 წლის კულიბალი "ნაპოლიში" 2014 წელს "გენკიდან" 7,75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

გასულ სეზონში სენეგალელმა მცველმა ყველა ტურნირზე ერთად ნეაპოლელთა მაისურით 37 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, კულიბალის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 48 მილიონ ევროს შეადგენს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.