რამოსის დებიუტი თითქმის ერთი თვით გადაიწევს
"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. "პსჟ"-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, ესპანელის დებიუტი დაახლოებით ერთი თვით გადაიწევს.
პარიზულ კლუბში ვარაუდობენ, რომ გუნდის ახალწვეული ცენტრბექი მოედანზე გამოვა საერთაშორისო სანაკრებო შესვენების შემდეგ დაგეგმილ ლიგა 1-ის უახლოეს ტურში, 12 სექტემბერს.
აღნიშნულ შეხვედრაში "ლურჯ-წითლები" "კლერმონს" მიიღებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდის ოთხიანი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ 4 ტურს გამოტოვებს.
"პარი სენ-ჟერმენმა" უკვე ითამაშა "ტრუასთან" და დღეს, მოწინააღმდეგე იქნება "სტრასბურგი". როგორც ცნობილი ხდება, დღევანდელ შეხვედრას ლიონელ მესიც გამოტოვებს.
პირენეელი მცველისგან განსხვავებით, არგენტინელი თავდამსხმელი მოედანზე გამოვა არა 12 სექტემბერს, არამედ 29 აგვისტოს, "რეიმსთან" მატჩში. შეგახსენებთ, ლეოც და 35-წლის უკანახაზელიც "პსჟ"-ში უფასოდ გადმოვიდნენ.