ავტორიზაცია

მონაკოს ვიცე-პრეზიდენტი რონალდუს შესაძლო შეძენაზე არსებულ ცნობებს გამოეხმაურა

მონაკოს ვიცე-პრეზიდენტი რონალდუს შესაძლო შეძენაზე არსებულ ცნობებს გამოეხმაურა
თარიღი 14 აგვ 2021, 21:46

"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, ოლეგ პეტროვმა "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსადმი კლუბის ინტერესზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა.

როგორც აქამდე დაიწერა, 36 წლის პორტუგალიელი ერთ-ერთ სასტუმროში ფრანგული კლუბის მფლობელ დმიტრი რიბოლოვლევთან ერთად შენიშნეს.

"რონალდუ? ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგია პარიზელთა სტრატეგიისგან განსხვავდება. ამ წელს ნამდვილად არა. შეიძლება მაშინ, როცა კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად ითამაშებს და უმაღლეს დონეზე იასპარეზებს", - ციტირებს პეტროვის სიტყვებს RTL.

რონალდუმ გასულ სეზონში "ბებერი ქალბატონის" მაისურით სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

კრიშტიანუს ტურინულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვაა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.