ავტორიზაცია

ბართომეუმ ბარსელონას ამჟამინდელ პრეზიდენტ ლაპორტას ღია წერილით მიმართა

ბართომეუმ ბარსელონას ამჟამინდელ პრეზიდენტ ლაპორტას ღია წერილით მიმართა
თარიღი 14 Aug 2021, 22:30

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ მიიჩნევს, რომ ჟოან ლაპორტამ კლუბისთვის რთულ პერიოდში არ იაქტიურა.

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭო არჩევნების დანიშვნას 2021 წლის 21 მარტისთვის გეგმავდა, რაც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაში, აგრეთვე 2020/21 წლების სეზონის ფინანსური შედეგების გამოთვლაში დაგვეხმარებოდა, როგორც გვსურდა და რთული ფინანსური სიტუაციის თავიდან აცილებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს მივიღებდით".

"მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით პანდემიის შედეგებზე პასუხისმგებელნი. გადაწყვეტილებები, რომლებიც კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ ბოლო თვეების განმავლობაში არ მიიღო, მათი უმოქმედობისკენ მიუთითებს", - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Marca.

ლაპორტამ "ბარსას" პრეზიდენტის პოსტი 2021 წლის მარტში დაიკავა. კატალონიურ გრანდს კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.