ავტორიზაცია

VIDEO: პარკ დე პრენსზე კილიან მბაპეს სახელისა და გვარის გამოცხადებას პსჟ-ს გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ

თარიღი 14 აგვ 2021, 23:01

ახალი სეზონის დაწყების წინ, "პარკ დე პრენსზე" "პარი სენ ჟერმენის" ყველა ფეხბურთელის სახელი და გვარი გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერის, კილიან მბაპეს სახელისა და გვარის გამოცხადებას გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ.

ყველაფერი ცხადია - პარიზული კლუბის ფანები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ 22 წლის სუპერვარსკვლავი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს "პსჟ"-ს რიგების დატოვება ამ ზაფხულსვე სურს და კარიერის გაგრძელება მადრიდის "რეალში" უნდა.

თავის მხრივ, მადრიდული გრანდი ფრანგი შემტევის ტრანსფერზე ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს და "პსჟ"-ს უახლოეს პერიოდში მიმართავს.