მორიგი რეკორდი - კარიმ ბენზემა რეალის ყველა დროის ათეულში შეიჭრა
მადრიდის „რეალის“ 33 წლის ფორვარდი კარიმ ბენზემა, ლა ლიგის პირველ ტურში დუბლით გამოირჩა.
კარლო ანჩელოტის მეორე მისვლა გუნდში კარგად დაიწყო, გუნდმა პირველ ოფიციალურ შეხვედრაში „ალავესი“ სტუმრად 4:1 გაანადგურა, ორი გოლი მატჩში კარიმ ბენზემამ მიითვალა.
ჟურნალისტი პედრო მარტინი „ტვიტერში“ წერს, რომ ბენზემამ „რეალის“ მაისურით 560-ე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის სტატისტიკაში კლუბის მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.
ამ მატჩში მონაწილეობის მიღებით ბენზემამ ესპანელი მიჩელი ჩამოიტოვა და წინ პირი ჰყავს, რომელსაც „რეალის“ მაისური 561 მატჩი ჰქონდა მორგებული.
შესაბამისად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მინიმუმ მე-9 ადგილზე ბენზემა ამ სეზონშივე გადავა.