"არ გამიგია", - პოჩეტინომ ფანების მიერ მბაპეს მიმართ სტვენაზე ისაუბრა
„პსჟს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ფანების მიერ კილიან მბაპეს სტვენაზე გააკეთა კომენტარი.
პარიზული გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილები არიან იმით, რომ ფრანგი ფეხბურთელი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და პრესაში იწერება, რომ მას გუნდიდან წასვლა სურს.
„ვფიქრობ, კილიანი კონცენტრირებულია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს. მან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.
კმაყოფილი ვარ იმით, მან როგორც ითამაშა და ასე უნდა გააგრძელოს. კარგია, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაბრუნდენნ, ისინი მთელი წელიწადნახევრის მანძილზე გვაკლდნენ.
ფეხბურთი მაყურებელთან ერთად სრულიად განსხვავებულია. თუმცა, არ გამიგია, რომ მათ მბაპესთვის დაესტვინათ.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს RMC Sport.