ავტორიზაცია

ტოტენჰემში კეინის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — ბრიტანული პრესა

ტოტენჰემში კეინის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — ბრიტანული პრესა
თარიღი 15 Aug 2021, 21:13

დიდი ალბათობით, "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი 2021/22 წლების სეზონსაც ლონდონური გუნდის რიგებში გაატარებს.

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, "დეზების" პრეზიდენტი, დენიელ ლევი ინგლისის ნაკრების ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის და მის შენარჩუნებას გეგმავს.

არსებული ინფორმაციით, "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის 28 წლის ინგლისელის თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ლონდონში ფიქრობენ, რომ "სიტიმ" მოქმედება გვიან დაიწყო. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 17 დღე დარჩა, ამიტომაც "დეზებს" ჰარის შემცვლელის პოვნა გაუჭირდებათ.

როგორც ვარაუდობენ, კეინი "ტოტენჰემში" მინიმუმ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. მხარეები ფორვარდის მომავლის განხილვას ამ სეზონის ბოლოს მიუბრუნდებიან, როცა ჰარის კლუბთან მოქმედი კონტრაქტით ორი წელიწადი დარჩება.

ივნისში "სიტიმ" კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტიანი წინადადება გააკეთა. "ქალაქელები" მზად იყვნენ შეთავაზება გაეზარდათ, მაგრამ მხარეები ფასზე მაინც ვერ შეთანხმდნენ. არსებობს ეჭვები, რომ ჰარის იმ შემთხვევაშიც არ გაუშვებენ, თუ "სიტი" "დეზებს" 160 მილიონიანი შეთავაზებით მიმართავს.