ავტორიზაცია

[VIDEO] გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა ბელგიის ჩემპიონატში

თარიღი 15 აგვ 2021, 22:16

ბელგიის იუპილერ ლიგის მე-4 ტურში გენტისა და მეხელენის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

გენტის შემადგენლობაში 76-ე წუთიდან მოედანზე გამოჩნდა მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 90-ე წუთზე საგოლე გადაცემით გამოირჩა. 21 წლის ნახევარმცველს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა თანაგუნდელზე პასის გადაცემა არჩია.

გიორგი ჩაკვეტაძე თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ მოედანს ოფიციალურ მატჩში რამდენიმე დღის წინ კონფერენს ლიგის მატჩში დაუბრუნდა, ახლა კი მეორედ ითამაშა.

გენტი მომდევნო შეხვედრას ხუთშაბათს, 19 აგვისტოს კონფერენს ლიგის პლეი-ოფში პოლონური რაკუვის წინააღმდეგ გამართავს.