[VIDEO] სადებიუტო გოლი პირველივე მატჩში - ლობჟანიძემ თურქეთში გაიტანა
თურქეთის სუპერლიგის 2021/2022 წლის სეზონის პირველ ტურში ჰატაისპორისა და კასიმპაშას შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ 72-ე წუთზე გაიტანა, რომელსაც ჰატაისპორში პირველი ოფიციალური მატჩი ჰქონდა.
საბა ლობჟანიძე ჰატაისპორს 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით თურქული ანკარაგუჯუდან შეუერთდა.