ავტორიზაცია

"იმედია, უყურებენ", - სალაჰის აგენტმა ლივერპულის ხელმძღვანელობას წაკბინა

"იმედია, უყურებენ", - სალაჰის აგენტმა ლივერპულის ხელმძღვანელობას წაკბინა
თარიღი 16 Aug 2021, 10:50

"ლივერპულისა" და "ნორვიჩ სიტის" შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი გაიტანა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის შესანიშნავ ფორმაში არის.

ეგვიპტელი თავდამსხმელის გოლს ტვიტერში გამოეხმაურა მისი აგენტი, რამი აბას ისა, რომელმაც მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობას შეიძლება ითქვას, რომ წაკბინა:

"იმედი მაქვს, რომ ისინი უყურებენ", - დაწერა ეგვიპტელმა. "წითლების" ფორვარდის წარმომადგენელი გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელის კარგი ფორმის მიუხედავად, კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, "სქაუზერებისა" და აფრიკელი შემტევის მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლამდე არის გათვლილი. აქვე დავამატებთ, ინგლისში დაბრუნების შემდეგ, "ენფილდელთა" მე-11 ნომერმა 204 მატჩში 126 გოლის გატანა მოასწრო.